„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქედისა და შუახევის შემდეგ ხულოში წარადგინა
მმართველი პარტიის ლიდერებმა Პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ქათამაძე ქედისა და შუახევის შემდეგ ხულოელ ამომრჩეველს წარუდგინეს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხულოში ბევრი გეგმა შესრულდა, თუმცა კიდევ არის პროექტები, რომლის განხორციელება დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება. მათ შორისაა მთიანი აჭარის გაზიფიკაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის განვითარება.
„ბევრი დაპირება უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, მაგალითად ხულო-ზარზმის გზის მოწყობა, მაგრამ უკვე დაწყებულია და სამ წელიწადში იქნება დასრულებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხულოში მცხოვრები ადამიანების ყოფა არ განსხვავდებოდეს ბათუმში მცხოვრებისგან და ამაში თქვენი არჩევანიც უნდა დაგვეხმაროს“, – მიმართა ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.