„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოს პარლამენტშიც იმუშაონ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარება.

„მსურს, წარმოგიდგინოთ რეზოლუციის პროექტი გამომდინარე იქიდან, რა მოვლენებიც ვითარებდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოს პარლამენტშიც ერთგვარად ვიმუშაოთ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც დაეხმარება ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს. საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, მიზანი და ვფიქრობთ, რომ ამ პირობებში, როცა გარკვეული ძვრები შეინიშნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჩვენც ვიმუშაოთ რეზოლუციის პროექტზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, რეზოლუციის ტექსტს შესაბამისი პროცედურებისა და კონსულტაციების შემდეგ დააინიცირებენ.