„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციისას დაკავებულ სამ პირს ორდღიანი პატიმრობა შეეფარდა
21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.
ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილსა და ოთარ შენგელიას სასამართლომ ორ-ორ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.