„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციისას დაკავებულ სამ პირს ორდღიანი პატიმრობა შეეფარდა

20:13, 25.11.2019

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.

ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილსა და ოთარ შენგელიას სასამართლომ ორ-ორ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი