პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.
სხდომაზე სავარაუდოდ, თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.