„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.

სხდომაზე სავარაუდოდ, თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.