„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი, ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე სკვერში, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩებზე. დელეგატი ასევე შეხვდა ქართლის, კნოლევისა და ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებლებს.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მოვისმინეთ ის ინფრასტრუქტურული საკითხები, რაც მათ აწუხებთ. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც საუკეთესო იარაღი არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.