„ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ [ფოტო]
„ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ [ფოტო]

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები თბილისის ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობენ.

მმართველი გუნდის მხარდამჭრები დედაქალაქის ქუჩებში პარტია „ქართული ოცნების“ და საქართველოს ეროვნული დროშებით გადაადგილდებიან.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით (18:00 საათის მდგომარეობით). პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით, „ჰარის იქსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს;  კოალიცია ცვლილებისთვის – 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“  8%.
ტელეკომპანია „ფორმულას დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  40,9% აქვს; „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16,7%; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ – 16,7%; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10,3%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%.