„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი მივიდნენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრები გრძელდება.
პარტიაში ცოტა ხნის წინ პარლამენტის უკვე ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობიდან და საპარლამენტო თანამდებობებიდან წასული დეპუტატები თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი მივიდნენ.
პარტიის ოფისში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე იმყოფებიან, შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს.
შეხვედრა დღეს ასევე შედგა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან.
ამასთან, 15:00 საათზე პარტიაში ბრიფინგია დაგეგმილი. განცხადებას მედიისთვის არჩილ თალაკვაძე გააკეთებს.