„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა ისრაელის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა ისრაელის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ოქროპირიძემ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ისრაელის მმართველი პარტიის, „ლიკუდის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.