„ქართული ოცნება“ ქვემო ქართლში მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს
„ქართულმა ოცნებამ“ წალკის მერობის კანდიდატად ილია საბაძე წარადგინა.
კანდიდატი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ილია საბაძეს აქვს რესურსი, მოაგვაროს რეგიონში არსებული პრობლემები და შეძლოს, მოიპოვოს ღირსეული გამარჯვება.
წალკის მერობის კანდიდატმა, წალკის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
დღესვე, „ქართული ოცნება“ თეთრიწყაროსა და გარდაბნის მერობის კანდიდატებს წარადგენს.