„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს.

ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად 20 ივლისს დაიწყება.