„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოქალაქეებს ზესტაფონის, წიწამურისა და ქვიშხეთის ქუჩაზე შეხვდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოქალაქეებს ზესტაფონის, წიწამურისა და ქვიშხეთის ქუჩებზე შეხვდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. აგრეთვე საუბარი შეეხო მოსახლეობის საჭიროებებს.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხუჯაძე.