ქართული მხარის დახმარებით, ქართველ მოსწავლეებთან ერთად, აშშ-დან სომხეთში მცხოვრები ბავშვებიც დაბრუნდებიან
აშშ-ისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობით, აშშ-დან სპეცრეისით სომხეთის მოქალაქე სკოლის მოსწავლეებსაც გამოიყვანენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, საუბარია 35 არასრულწლოვანზე.
„ჩვენ ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, სკოლის მოსწავლეს“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ.