ქართული ხალხური ზღაპრების კრებული „მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ“ ფრანგულ ენაზე გამოვიდა
ქართული ხალხურის ზღაპრების კრებული – „მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ“ ფრანგულ ენაზე გამოვიდა. კრებული საფრანგეთშია და პარიზის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება.
ქართული ხალხური ზღაპრების ორი ტომი საბავშო გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა. წიგნები საქართველოში დაიბეჭდა და ოთხ ზღაპარს მოიცავს. ზღაპრები მაია გიორხელიძემ თარგმნა, ილუსტრაციები კი, მხატვარ ირაკლი კახაძეს ეკუთვნის. წიგნები 8 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი.
პირველ წიგნში ზღაპარი „ზარმაცი შვილი“ და „ხარბი ოქრომჭედელი“ შედის, ხოლო მეორეში – „ორი ძუნწი“ და „ეშმაკი მებაღე“.
მარტში ფრანგულ ენაზე „რწყილი და ჭიანჭველაც“ გამოვა.