ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა
არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე International Environmental Film Festival Green Vision „ჯინო“ მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს.
„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო, იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად. კინო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას