ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ, შანხაის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა
ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ, შანხაის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა

ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა.

მსახიობმა აღნიშნული ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შესრულებული როლისთვის მიიღო.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 22 ივნისს შედგა. ფილმი საქართველოს, რუსეთისა და შვედეთის პროდუქციაა. აზიური კინოფორუმი 25 ივნისს დაიხურება.