„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველის საკითხზე კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველის საკითხზე კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

პარლამენტში სახალხო დამცველის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

დახურული შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში იმართება.

მმართველი გუნდიდან, მამუკა მდინარაძესთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობს მიხეილ სარჯველაძე. ოპოზიციიდან კი შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი“, პარტია „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრი ხათუნა სამნიძე.

დღევანდელ კონსულტაციებში არ მონაწილეობს „სტრატეგია აღმაშენებელი“.