ქარიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 51,4 მეტრ/წამს აღწევს. ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად ქარიშხალი ბერმუდის კუნძულებიდან 655 კილომეტრში მძვინვარებს.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ხვალ საღამომდე კიდევ უფრო გაძლიერდება.
ბერმუდის კუნძულების მოსახლეობას ურჩევენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს დაემორჩილონ. სინოპტიკოსების პროგნოზით „უმბერტო“ სანაპიროზე დიდ ტალღებს გამოიწვევს, რაც შესაძლოა, სახლების დატბორვის მიზეზი გახდეს.
„უმბერტო“ ასევე ემუქრება ბაჰამის კუნძულებს, ფლორიდას და ჩრდილოეთ კაროლინას.