ქარიშხალი „გრეისი“ მექსიკას უახლოვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.
მექსიკის პრეზიდენტმა ქვეყნის ხუთი შტატის მოსახლეობას თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა. აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, „გრეისის” სიჩქარე 195 კილომეტრია საათში და მას მესამე კატეგორია მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ქარიშხალი მექსიკის სანაპიროდან 165 კილომეტრის მანძილით იყო დაშორებული და 17 კილომეტრი საათის სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა „გრეისმა“ მიმართულება შეიცვალა და ახლა ვერაკრუზის შტატს უახლოვდება.
პრეზიდენტის განცხადებით, ქარიშხლის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო თავდაცვის ძალებიდან ათასობით ადამიანი, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო-საზღვაო-ფლოტი და ელექტროენერგიის სახელმწიფო ფედერალური კომისია მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.