ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინას შტატს დაატყდა თავს. სტიქიამ შტორმი, წყალდიდობა და ძლიერი ქარი გამოიწვია, რასაც თან დაერთო ტორნადოებიც. ქარიშხალს ელოდებიან სამხრეთ კაროლინაშიც. ორივე შტატში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ „დორიანი“ ვირჯინიის შტატისკენ გადაინაცვლებს. ტროპიკული შტორმის შესახებ გაფრთხილება მიიღო მასაჩუსეტსის შტატის მოსახლეობამაც.
ქარიშხალი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და შესაძლოა, კანადის ატლანტიკური სანაპიროც დააზარალოს. აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი „დორიანი“ მეორე კატეგორიის შტორმამდე შესუსტდა.