სერენა უილიამსი ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხლით დაზარალებულებს დაეხმარა
სერენა უილიამსი ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხლით დაზარალებულებს დაეხმარა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა დახმარება აღმოუჩინა ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაზარალებულებს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ „ბაჰამას პრეს“-მა (Bahamas Press) დაწერა.

ჩოგბურთელი პირადად ჩაფრინდა ბაჰამის კუნძულებზე და დაეხმარა ეკლესიას, რომელშიც ქარიშხლისგან დაზარალებულები ცხოვრობენ.

„სუპერვარსკვლავი სერენა უილიამსი პირადად ჩამოფრინდა ბაჰამის კუნძულებზე, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაზარალებულების დახმარებაში. მან სოლიდური თანხა შესწირა ეკლესიას, სადაც ბევრი დაზარალებული ცხოვრობს“, – წერია შეტყობინებაში.

აღვნიშნავთ, რომ ქარიშხლის შედეგად, 1.3 ათასი ადამიანია უგზოუკვლოდ დაკარგული. ზუსტად ცნობილია 50 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

დატოვე კომენტარი