„ბიბისი“ - ტრამპის მიერ გავრცელებულ რუკაზე ქარიშხალ „დორიანის“ მარშრუტი ფლომასტერით ჩაასწორეს
„ბიბისი“ - ტრამპის მიერ გავრცელებულ რუკაზე ქარიშხალ „დორიანის“ მარშრუტი ფლომასტერით ჩაასწორეს

ქარიშხალ „დორიანის“ მარშრუტის ამსახველ რუკაზე, რომელიც დონალდ ტრამპმა გაავრცელა, ალაბამას შტატი ფლომასტერით იყო მონიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.

სპეციალისტების განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი რუკა ერთი შეხედვით ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული რუკის იდენტურია. თუმცა, ექსპერტებმა განსხვავება შენიშნეს.

მათი თქმით, ქარიშხლის შესაძლო გადაადგილების ამსახველ გრაფიკულ ნახატზე ალაბამას შტატი მოგვიანებით, ფლომასტერით არის მონიშნული.

რუკის დემონსტრაციის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ „ქარიშხალი ბევრ სხვა შტატსაც ემუქრებოდა“.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა, რომ ქარიშხალი „დორიანი“ ალაბამას შტატსაც ემუქრება. თუმცა, სინოპტიკოსებმა აშშ-ის პრეზიდენტის ეს პროგნოზი უარყვეს.