ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ბაჰამის ჩრდილოეთ ნაწილში, აბაკოს კუნძულებზე ამ დრომდე ასობით ადამიანს ეძებენ. კუნძულოვანი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მსხვერპლის საბოლოო მაჩვენებელი ძალიან დიდი იქნება.

„საზოგადოება ადამიანური მსხვერპლის რიცხვის წარმოუდგენელი ინფორმაციისთვის წინასწარ უნდა მოემზადოს“, – განაცხადა ბაჰამის კუნძულების ჯანდაცვის მინისტრმა.

ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს მაშინ დაატყდა თავს, როდესაც მეხუთე კატეგორიის სიმძლავრეს აღწევდა. სწორედ ამიტომ, სტიქიურმა უბედურებამ კუნძულოვან ქვეყანას უპრეცედენტო ზიანი მიაყენა. წითელი ჯვრის მონაცემებით, ბაჰამის ჩრდილოეთში, აბაკოს კუნძულებზე საცხოვრებელი სახლების 45 პროცენტი და 13 ათასამდე შენობა ნაწილობრივ ან მთლიანად არის განგრეული. დაიტბორა დიდი ბაჰამის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტიც.

ამჟამად ქარიშხალი დორიანი აშშ-ში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კარონილის შტატებში მძვინვარებს, თუმცა ის მეორე კატეგორიამდე არის დასუსტებული.