ქარიშხალი „დორიანი“ კანადას დაატყდა თავს
ქარიშხალი „დორიანი“ კანადას დაატყდა თავს

ქარიშხალი „დორიანი“ კანადას დაატყდა თავს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიამ ახალი შოტლანდიის პროვინციას გადაუარა. ქარის სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს.

ქარიშხლის შედეგად, ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, წაქცეულია ხეები, 450 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან სამხედროებიც.

სანაპიროს სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. მანამდე, ქარიშხალმა „დორიანმა“ აშშ-ის სანაპიროს გადაუარა.

ბაჰამის კუნძულებზე კი, სტიქიას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა.