ქარიშხალ „მილტონის“ გამო „რამშტაინის“ შეხვედრას ენტონი ბლინკენიც არ დაესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო გერმანიაში ვიზიტი გადადო, სადაც უკრაინის თავდაცვის საკითხების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბლინკენი ამჟამად ლაოსში იმყოფება, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ვაშინგტონში დაბრუნდება.
კითხვაზე, იქნება თუ არა აშშ საერთოდ წარმოდგენილი „რამშტაინზე“, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ საკითხი თეთრი სახლის კომპეტენციაში შედის და არა სახელმწიფო დეპარტამენტის.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მილტონის“ გამო, გერმანიაში და ანგოლაში დაგეგმილი ვიზიტები აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გადადო.