ქარელის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატზე თავდასხმა მოხდა. ზურაბ ახმედოვს თავს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში დაესხნენ და მისი კუთვნილი მანქანა გაიტაცეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტით მიმდინარეობს.