ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი დაიღუპა.
მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.