ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირებზე ელექტრონული ზედამხედველობის შემოღება იგეგმება
ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მთავრობას აქვს ინიციატივა, შემაკავებელ ორდერთან ერთად, შემოღებული იყოს ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება, – ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის აზრით, ეფექტიანი უნდა იყოს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას.
საკითხის განხილვა ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იგეგმება, თუმცა როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ეს ჯერჯერობით ინიციატივაა და დეტალური მსჯელობა ჯერ კომიტეტებში, შემდგომ კი პლენარულ სხდომაზე გაიმართება.