თინათინ ბერძენიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაგეგმილია 16-დღიანი კამპანია, რომელსაც მეოთხე წელია, ვუერთდებით
თინათინ ბერძენიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაგეგმილია 16-დღიანი კამპანია, რომელსაც მეოთხე წელია, ვუერთდებით

მეოთხე წელია, საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაგეგმილია 16-დღიანი კამპანია.

„სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა არ არის ძალიან პოზიტიური, თუმცა მთელ მსოფლიოში რაღაც ტიპის პროგრესი არის, იმისთვის, რომ ეს პროგრესი იყოს მზარდი, სწორედ მედიასაშუალებამ უნდა შეუწყოს ამას ხელი. პირველ რიგში, ეს არის ცნობიერების ამაღლება, რომ კარგად ვიცოდეთ, რა არის ძალადობა და რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რადიოთი, ტელევიზიით და ონლაინმედიაში განთავსებული საინფორმაციო კამპანიით, ვაპირებთ, ეს 16 დღე მივუძღვნათ მსოფლიო დღეს. მნიშვნელოვანია, რომ წითლად ანთებული შენობა არ არის მხოლოდ საქართველოში. ამ კამპანიას უერთდება 187 ქვეყნის 5 000 ორგანიზაცია. უკვე მეოთხე წელია, ჩვენც ვუერთდებით ამ კამპანიას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაგეგმილია 16-დღიანი კამპანია. გვსურს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში ჩაერთოს ჩვენი მაყურებელიც და ეს დაგეგმილი გადაცემები იყოს ინტერაქციული. ვფიქრობ, ჩვენი ორგანიზაციული კულტურა არის ძალიან ჯანსაღი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა სწორად მიიტანონ თითოეული სიტყვა მოსახლეობამდე. ჩვენი ფუნქციაც სწორედ ეს არის“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა წითლად განათდა.