საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვენის ცენტრში მობილიზებულია პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა, არიან დაჭრილები.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანპორტით მგზავრობისგან.
ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.