ქალაქ ვენის ცენტრში თავდასხმა მოხდა, არიან დაჭრილები

00:46, 03.11.2020

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვენის ცენტრში მობილიზებულია პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა, არიან დაჭრილები.

სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანპორტით მგზავრობისგან.

ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი