ქალაქ კენოშაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი დემოსტრანტი.
არეულობის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს, ასევე რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
კენოშის ოლქის შერიფი, დევიდ ბეთი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ერთ-ერთი ვერსიით, სროლა დემონსტრანტებსა და რამდენიმე მამაკაცს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მამაკაცები დემონსტრანტებისგან საკუთარი დაწესებულებების დაცვას ცდილობდნენ.
კენოშაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ ფერადკანიან მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა.