ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე 3 სექტემბერს კენოშაში ჩავლენ
ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე 3 სექტემბერს კენოშაში ჩავლენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე 3 სექტემბერს კენოშაში ჩავლენ. ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ბაიდენი აცხადებს, რომ კენოშაში ადგილობრივებთან შეხვედრას გამართავს და 23 აგვისტოს პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობაზეც ისაუბრებს.

აშშ-ის ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ფერადკანიან მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.