ქალაქ ღაზაში ოპერაციის შედეგად ისრაელის არმიამ 100-მდე ადგილობრივი მებრძოლის ლიკვიდაცია შეძლო
ქალაქ ღაზაში ოპერაციის შედეგად ისრაელის არმიამ 100-მდე ადგილობრივი მებრძოლის ლიკვიდაცია შეძლო

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ქალაქ ღაზაში ოპერაციის შედეგად 100-მდე ადგილობრივი მებრძოლის ლიკვიდაცია შეძლო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განადგურებულია ტერორისტული ჯგუფების კუთვნილი 100 სხვადასხვა ლოკაცია.

შუჯაიას უბანში ოპერაცია 27 ივნისს დაიწყო. ისრაელის სამხედრო ავიაციამ არაბულ ანკლავში გასული დღის განმავლობაში 50 სამიზნე გაანადგურა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის შემდეგ მსხვერპლთა რიცხვმა 38 ათასს გადააჭარბა.

ისრაელ-„ჰამასის“ ზავისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა კატარში ჩავიდა.

ისრაელის დაზვერვის მაღალჩინოსანი კატარის პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ ალ-ტანის მომლაპარაკებელი ჯგუფის გარეშე შეხვდება.