ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში 48 ადამიანი დაიღუპა
ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში 48 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, შატის ლტოლვილთა ბანაკში და ქალაქ ღაზის ტუფაჰის უბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შატის ლტოლვილთა ბანაკში დაღუპულთა დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, უმეტესობა – ბავშვები.

გასულ ღამეს ისრაელის არმიის თავდასხმას ქალაქ ღაზაში კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ათეულობით ადამიანი დაშავებულია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო აპარატებმა გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ათობით სამიზნეს დაარტყეს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა და შენობები, რომლებსაც იყენებდნენ ტერორისტული ჯგუფები. ისრაელის არმია ოპერაციას აგრძელებს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰშიც.