ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,ვლადიკავკაზ – თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს, 05:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე გაზმომარაგება ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს შეუწყდება.
კერძოდ, გაზმომარაგება შეუწყდებათ სოფლებს: ქუბრიანთ კარი, ბულაჩაური, აბანოსხები, ჭოპორტი, ახატანი, ლაშატრის ჯვარი, წითელისოფელი, ბოდორნა, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, არანისი, მეზვრიანთკარი, თანიანთკარი, პირმისაანთკარი, ვარსიმაანთკარი, ბაზალეთი, ჩანადირები, მჭადიჯვარი, ციხისძირი, ანანური, ზოტიკაანთკარი, შალიკიანთკარი, სოფელი ვარდები, სოფელი სტანდარტები, აგრეთვე ასფალტის ქარხანას.