ქალაქ დუბლინში ლევან კოღუაშვილის ფილმის „შემთხვევითი პაემნები“ ჩვენება გაიმართა
ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში ლევან კოღუაშვილის ფილმის „შემთხვევითი პაემნები“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმმა ირლანდიელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას დუბლინში მდებარე ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრმა Alliance Française-მა უმასპინძლა.