ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ხვალ ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 75-ე ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება.
დღეს ბელა ხოტენაშვილმა შავი ფერის ფიგურებით სალომე მელია დაამარცხა და ექვსი ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ბოლო ტურის წინ ასევე ექვსი ქულა აქვს ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ანა წერეთელს სძლია.
სოფიო გვეტაძემ ლელა ჯავახიშვილს, ხოლო მირანდა მიქაძემ შავი ფიგურებით მაკა ფურცელაძეს მოუგო. ყაიმით ნინო ხომერიკისა და მერი არაბიძის პარტია დასრულდა.
ხვალ ბოლო მეცხრე ტურში ჯავახისვილი-მელიას, არაბიძე-გვეტაძს, წერეთელი-ხომერიკს, მიქაძე-ბაციაშვილს, ხოტენაშვილი კი ფურცელაძეს შეხვდება.