ფოთში წყალსათხილამურო სპორტში ღია ჩემპიონატი „ოქროს ტბა 2020“ გაიმართა
ფოთში წყალსათხილამურო სპორტში ღია ჩემპიონატი „ოქროს ტბა 2020“ გაიმართა

ფოთში წყალსათხილამურო სპორტში ღია ჩემპიონატი „ოქროს ტბა 2020“ გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ორ ეტაპად, ფიგურულ სრიალში და სლაომში ჩატარდა.

საქართველოს წყალსათხილამურო სპორტს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 1991 წელს მალთაყვამ ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.

,,სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ ჩვენს ქვეყანაში ვავითარებთ ტურიზმს, ტურისტებისთვის სპორტის ეს სახეობა ძალიან მიმზიდველია. სასურველია ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა უფრო განვითარდეს“, – განაცხდა წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენმა, რომან მელიამ.

ჩემპიონატში გამარჯვებულები დღეს სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. მსგავსი ჩემპიონატების მოწყობა მალთაყვაში მომავალშიც იგეგმება.

 

 

დატოვე კომენტარი