პუტინმა სირიის ქალაქ ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გაფართოებას ხელი მოაწერა
პუტინმა სირიის ქალაქ ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გაფართოებას ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გაფართოების კანონს მოაწერა ხელი.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უფლება ექნება ტარტუსში 11 სამხედრო ხომალდი განათავსოს, მათ შორის ბირთვული სამხედრო გემები.

რუსეთი ვალდებულებას იღებს განახორციელოს ბაზის საზღვაო და საჰაერო დაცვა, სირია კი პასუხისმგებელი იქნება სახმელეთო დაცვაზე.

რუსეთს ასევე შეეძლება განათავსოს დროებითი მობილური საგუშაგოები ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეთანხმების ტექსტში წერია, რომ ტარტუსის ბაზა თავდაცვითია და რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

შეთანხმება 49 წლის ვადით იდება და მხარეების თანხმობის შემთხვევაში ვადა კიდევ 25 წლით გახანგრძლივდება.

ტარტუსში რუსეთი სამხედრო ობიექტებს 1970-იანი წლებიდან ფლობს.