პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩად ალექსეი დვინიანინი დანიშნა
რუსეთის პრეზიდეტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩად ალექსეი დვინიანინი დანიშნა. დვინიანინმა სემიონ გრიგორიევი შეცვალა. შესაბამისი განკარგულებები რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებ პორტალზე გამოქვეყნდა.
სემიონ გრიგორიევი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი 2008 წლის ოქტომბრიდან იყო.
ალექსეი დვინიანინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.