პუერტო-რიკოში მიწისძვრის განმეორებითი ბიძგების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
პუერტო-რიკოში მიწისძვრის განმეორებითი ბიძგების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის შემდეგ მუშაობა შეაჩერა ყველა სახელმწიფო უწყებამ. საგანგებო რეჟიმში მხოლოდ მაშველები მუშაობენ.
პუერტო-რიკოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტ ტალიაბოასთან ახლოს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.