პსჟ მზად არის დრო ფერნანდესს გამოეთხოვოს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ შეიძლება ნახევარმცველი დრო ფერნანდესი გაუშვას, თუ ის არ გააუმჯობესებს ფიზიკურ მომზადებას და არ გაზრდის თამაშის ინტენსივობას – ასეთია მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს მოთხოვნა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა El Nacional.
„ბარსელონას“ 18 წლის აღზრდილი, რომელიც პარიზულ კლუბში იანვარში გადავიდა, თითქმის არ იღებს სათამაშო დროს. მიუხედავად მისი ტალანტისა და კრეატიულობის აღიარებისა, ლუის ენრიკე არ აპირებს ფერნანდესის შემადგენლობაში შეყვანას სათანადო ფიზიკური მომზადების გარეშე: ფეხბურთელმა უნდა გაუძლოს მაღალ ტემპს, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პრესინგში და სტაბილური მონდომება უნდა აჩვენოს ვარჯიშებზე. მწვრთნელმა პირდაპირი მიზანი დაუსახა ფერნანდესს – კონცენტრირდეს მხოლოდ ფეხბურთელზე და ყოველდღიურად დაუმტკიცოს მზადყოფნა გუნდში ადგილისთვის საბრძოლველად. თუ ეს არ მოხდება, გუნდი დაიწყებს ფეხბურთელთან გამოთხოვების შესაძლებლობის განხილვას.
მიმდინარე სეზონში დრო ფერნანდესმა მონაწილეობა მიიღო ხუთ მატჩში და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.