საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მზადება

15:33, 07.11.2026

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩისთვის ემზადება. ხვალ თბილისში ქართველი სპორტსმენები ავსტრიის ნაკრებს მიიღებენ. შეხვედრამდე რუბენ გარაბიას გუნდს დიდი პრობლემები შეექმნა – 8 მოთამაშე ტრავმირებულია.

თუმცა, ქართველი ხელბურთელები იმედოვნებენ, რომ სპორტის ახალი სასახლე გაივსება და გულშემატკივრებს გაახარებენ.
„ევრო 2028“-ის საგზურისთვის ბრძოლაში 32 ნაკრები იბრძვის, ფინალურ ეტაპზე კი 24 საუკეთესო ითამაშებს.

 

 

მსგავსი