ძიუდო | საქართველომ უნგრეთი დაამარცხა და ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

14:29, 07.11.2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს.

სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო ჩვენმა გუნდმა უნგრეთთან დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო. პირველ შეხვედრაში ნინო გულბანის (70 კგ) მარცხის შემდეგ კი ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი ან მასპინძელი სერბეთი იქნება.

საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

მსგავსი