2:1 ამხანაგური მატჩი ლიბანის წინააღმდეგ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის წინააღმდეგ დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. თელავის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ამხანაგური მატჩები გუნდისთვის თებერვალში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი მატჩების წინ მნიშვნელოვანი გამოცდა იყო.