კალათბურთი | თორნიკე შენგელია ბოლონიაში დააფასეს #1TVSPORT
ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაი“ მისსავე ყოფილ კლუბ „ვირტუსს“ ბოლონიაში ესტუმრა. გამარჯვება დუბაელებმა მოიპოვეს – 93:75.
მატჩის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუსის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. შეგახსენებთ, რომ თოკო ბოლონიაში ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა და კლუბი იტალიის ჩემპიონის ტიტულით დატოვა.
„დუბაის“ მაისურით მან იტალიაში 23 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს შენგელიამ ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო.
საამიროების გუნდი ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს საბერძნეთში გამართავს – „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.