ხვიჩა კვარაცხელია გინესის რეკორდების წიგნში

15:28, 07.11.2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ 12 რეკორდი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესტიჟულ წიგნში ქართველი ვარსკვლავიც მოხვდა. პარიზელთა რეკორდები შთამბეჭდავია – გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა ტურნირის ფინალში – 2025 წელს „ინტერს“ 5:0 სძლია.

რაც შეეხება ქართველ ვარსკვლავს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე საგოლე მოქმედების (გოლი+პასი სისტემით) ყველაზე ხანგრძლივი სერია დაუგროვდა – ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ 7 მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

მსგავსი