ძიუდო | საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა #1TVSPORT

17:03, 07.11.2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს. შავდათუაშვილმა მეტოქე დამატებით დროში („ოქროს ქულით“) დაამარცხა.

სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო.

კონტინენტის პირველობის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

მსგავსი